გერმანიის ქალაქ ჰოხბრიუკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ცოტნე მაჭავარიანი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩემპიონი გახდა.
მაჭავარიანმა გამოსვლა 582 ქულით დაასრულა.
ქართველმა სპორტსმენმა ცალკეულ სერიებშიც საკმაოდ მაღალი შედეგები: 97, 95, 96, 98, 99 და 97 ქულა აჩვენა, ფინალში კი, ყველაზე უკეთ გამოვიდა და 242.0 ქულით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე უკრაინელი ევროპის ორგზის ჩემპიონი პავლო კოროსტილოვი გავიდა 241.7-ით, მესამე კი 220.1-ით 42 წლის მსოფლიოს ორგზის იაპონელი ტომოუკი მაცუდა იყო.
ჰოხბრიუკში საქართველოს გუნდიდან ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე, აკაკი მოსულიშვილი, ლიზი კილაძე და ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძეც გამოდიან, თუმცა მათგან ფინალში მხოლოდ კილაძე და ხუციბერიძე გავიდნენ. ხუციბერიძემ გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.