ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნუგზარ წიკლაური გიგი უგულავას: “პირდაპირ უთხარი… შენი ვარ ბატონო ბიძინა”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური “ევროპული საქართველოს” წევრ გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

“რად უნდა ამდენი ლაპარაკი, ამდენი ახსნა?
პირდაპირ უთხარი: – გამაპრავებინე, ,,ლიუბოი” რამე გამაპრავებინე… შენი ვარ, ბატონო ბიძინაა, შენი ვარ გიჟო!”

შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა “ვარკეთილის” მეტროში ჩამონგრეული ჭერის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  “ნაც-ქოცური დისკურსის ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბებაა საჭირო, თორემ მართლა დაგვემხობა ქვეყანა თავზე”.

“მე მგონი მთელი ეს დისკურსია პრობლემა. ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს. ამაზე პოლიტიკური კივილი, წარსულში ყურება, ნიშნის მოგება, “ასოების დატოლება” – ვინ უფრო მაგარია – ის წინაღობაა, ლიბრია თვალებში, რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს. ახლა რომ კმაყოფილები ვართ (და ქოცებს ნიშნის მოგებით, თუნდაც სამართლიანად, თავში ვურტყავთ, როცა აეროპორტის ან იუსტიციის სახურავს ვაძახებთ) ეგეც პრობლემაა. გულს ვიფხანთ, მაგრამ იმის იქით ვერ მივდივართ. ამ, არაპარტიული არამედ უფრო ფართო გაგებით, ნაც-ქოცური დისკურსის ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბებაა საჭირო, თორემ
მართლა დაგვემხობა ქვეყანა თავზე.
პ.ს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს “ფეისბუქზე” უგულავა.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტროში ჩამონგრეული ჭერის შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....