aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი გუანტანამოს ციხეს აღარ აუქმებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუანტანამოს ციხის გაუქმების გადაწყვეტილება შეცვალა, რომელიც მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მიიღეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა.

„მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც თავდაცვის მინისტრს ვავალებ გადაიხედოს ჩვენი პოლიტიკა სამხედრო დაკავებებთან დაკავშირებით. ამ ბრძანებით გუანტანამოს ბაზაზე სამხედრო დამნაშავეთა ციხე აღარ დაიხურება,“- განაცხადა ტრამპმა.

მან კონგრესს მიმართა თხოვნით, რომ  „ისლამურის სახელმწიფოს“ და „ალ-კაიდას“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი ინსტრუმენტების არსებობა უზრუნველყოს.

„ადრე, ჩვენ ასეულობით საშიში ტერორისტი გავუშვით მხოლოდ იმისთვის, რომ მათ ისევ შევხვედროდით ბრძოლის ველზე. ამ ტერორისტთა შორისაა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი,“- დასძინა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა, რომ გუანტანამოს ციხის დახურვას არ ემხრობა, რადგან ეს აშშ-ისთვის საფრთხე იქნება. ამ ეტაპზე, ციხეში 41 მსჯავრდებულია.

იტვირთბა....