ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

დემურ გიორხელიძე: „ბიტკოინის დაღმასვლა მოსალოდნელი იყო – არ შეიძლება არაფერი 20 000$ ღირდეს“

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე კრიპტოვალუტა „ბიტკოინის“ ფასის ცვალებადობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ნებისმიერ აღმასვლას დაღმასვლა მოსდევს.

როგორც „მეტრონომს“ გიორხხელიძემ განუცხადა, კრიპტოვალუტები არის სფერო, რომელზეც აქცენტების გაკეთება არ ღირს.

„ტექნოლოგიების განვითარება უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში ფულს რა სახის ტრანსფორმაციას გაუკეთებს, ეს ჯერჯერობით უცნობია. კრიპტოვალუტამ რომ სტაბილურობა შეიძინოს, ამას სახელმწიფოებმა უნდა მოკიდონ ხელი. რაც შეეხება დღევანდელ კრიპტოვალუტას, ეს ადამიანების რამდენიმე ჯგუფის შეთნხმებაა. მეც შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩემს სოფელში მოპოვებული ქვა ღირებულია. ჩვენ შეგვიძლიათ შევთანხმდეთ, რომ თქვენ თუ ეს ქვა გექნებათ, შეგვიძლია, რომ რაღაც ოპერაციები გავაკეთოთ. ამიტომ, ეს არალეგულირებადი სფეროა და საკმაოდ ნეგატიური განწყობაა, მაგრამ მე ამას უარყოფითად არ მოვეკიდებოდი. ადამიანები ამ თამაშს თამაშობენ და ნებისმიერ აღმასვლას დაღმასვლა მოსდევს.

ვისაც იმედი აქვს, რომ ამით კარგად იცხოვრებს, ალბათ, ეს „გრუზინული“ წარმოდგენებია, რომ არაფერი აკეთო და ამისგან შედეგი მიიღო, ამის არ მჯერა. ბიტკოინის დაღმასვლა მოსალოდნელი იყო, არ შეიძლება, არაფერი 20 000$ ღირდეს. 10 000$-იც არანორმალური ფასია. ეს არის სფერო, სადაც დიდი აქცენტების გაკეთება საჭირო არაა. დღევანდელი გადასახედიდან არ ვიცით ფული რა სახის ტრანსფორმაციას განიცდის. მე არ მჯერა, რომ ტექნოლოგია მთლიანად ჩაანაცვლებს ფულს“, – განაცხადა გიორხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინი კვლავ გაუფასურდა.  coinmarketcap.com – ის ინფორმაციით, ბიტკოინი 10 ათას დოლარზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის ფასმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია და ერთი ბიტკოინის ფასი 20 000$-ს აღწევდა.

იტვირთბა....