პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ყვარელრემმშენის” დირექტორი: “მეტროში ჯერ არსებული კონსტრუქცია ჩამოიშალა და მას ჩამოჰყვა ჩვენი გაკეთებული ჭერი”

შპს “ყვარელრემმშენის” დირექტორმა გიორგი ჯოხარიძემ ისნის ისნის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, რომ მეტროში ჯერ ჩამოიშალა კონსტრუქცია და სწორედ ამას მოყვა შპს-ს გაკეთებული ჭერი.

ჯოხარიძემ ისიც განაცხადა, რომ მერიას “ყვარელრემმშენის” მიერ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჩატარებული სამუშაოების მიმართ შენიშვნები არ ქონია.

აქვე ჯოხარიძემ აღნიშნა, რომ კომპანია ე.წ. “შავ სიაში” ნამდვილად იმყოფებოდა ოღონდ არა სამუშაოების შესრულების ცუდი ხარისხის გამო, არამედ იმიტომ, რომ “ყვარელრემმშენი” ერთ-ერთ ობიექტზე სამუშაოების ჩასატარებლად საერთოდ არ გამოცხადდა.

 

ფოტო: “იმედი”

იტვირთბა....