ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კელი: ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება სხვა ქვეყანაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული

ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისი გაწევრიანება ნატოში არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე.

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არის მტკიცე მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. თვითონ ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის გაღიზიანება, თუმცა საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, მის სუვერენულ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა იან კელიმ.

იტვირთბა....