ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სოსო ცისკარიშვილი: „ხელისუფლების მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები უსუსურობის მანიშნებელია“

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი შსს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადების კომენტირებისას აცხადებს, რომ შსს-ს უჯობს ჯერ საქმე გააკეთოს და მერე გამართონ პრესკონფერენციები.

„ზოგადად, ქურდული სამყარო ნამდვილად ნეგატიური სუბიექტია და ჩემი აზრით, ხელისუფლების ამჟამინდელი განცხადება გარკვეული უსუსურობის მიმანიშნებელია. ახალგაზრდებში ძალიან გახშირდა ისეთი ქმედება, რომელსაც წინა წლებში ადგილი არ ქონია. ისეთი სიტუაციაა, რომ ძველ ბიჭობას ყოველდღიურად ვაწყდებით. შსს-ს მხრიდან ასეთი განცხადების საჭიროება არ იქნებოდა უწყებას ჯერ საქმე რომ გაეკეთებინა და მერე წარდგენილიყო უკვე საზოგადოების წინაშე განცხადებებით. მხოლოდ განცხადებები სიკეთის მომტანი არ მგონია, რომ იყოს. საზოგადოება თავად შეაფასებდა შსს-ს ქმედებებს“, – აცხადებს ცისკარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამინისტრო განაგრძობს ინტენსიური ღონისძიებების განხორციელებას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ.

იტვირთბა....