ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს ენდონ

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს ენდონ და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“2018 წლის 11 იანვარს ძალაში შესული კანონის შესაბამისად, “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, საბროკერო კომპანიის საქმიანობას დაემატა უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზების გაწევა.

ცვლილების შედეგად, სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით ვაჭრობის ორგანიზება ლიცენზირებული საქმიანობა გახდა და დაექვემდებარა ეროვნული ბანკის რეგულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმით ვაჭრობის ორგანიზების უფლებამოსილება მიეცათ მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს. 
 
ამასთან, პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით ახორციელებენ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში მოიპოვონ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.
 
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოებები”, – ნათქვამია განცხადებაში.
იტვირთბა....