უახლესი თაობის სოლარიუმი, რომელიც 2018 წლის იანვარში გამოვიდა უკვე საქართველოშია. რუჯის მოყვარულთ „სანსითიმ“ სიუპრიზი მოუმზადა და ყველაზე დაბალ ფასებში, უნიკალური, შვიდსიჩქარიანი ვიბროპლათფორმით, გასახდომი და ტონუსის ასამაღლებელი ეფექტის მქონე, ინოვაციური თაობის 6 აპარატი, სპეციალური შეკვეთით, საქართველოში ჩამოიტანა.
„მეტრონომი“ დაინტერესდა რა განსხვავება და უპირატესობები გააჩნია უახლესი თაობის აპარატურას და ჯანმრთელობისთვის რამდენად უსაფრთხოა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გარუჯვის ცენტრების ქსელის „სანსითის“ დირექტორს ბაგრატ ელიაურს მივმართეთ. მისი თქმით, 2018 წლის ინოვაციური თაობის სოლარიუმი მათ სპეციალური შეკვეთით ჩამოიტანეს, ხოლო მისი ფუნქციები და შასძლებლობები წინა აპარატებისგან განსხვავებით, სრულიად ახალი და გაუმჯობესებულია.
ელიაურის განცხადებით, პირველ რიგში, რაც რუჯის მოყვარულებს დააინტერესებს, ეს არის რუჯის ეფექტის მაქსიმალურად მოკლე დროში და სწრაფად მიღება. მისი თქმით, პრემიუმ ხარისხის, ბოლოთაობის 58 ცალი ნათურა უნიკალურ, მაქსიმალურად, ბუნებრივი ფერის რუჯს აძლევს. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ახალ ინოვაციურ სოლარიუმის აპარატებში, რომელსაც კოლატენური ნათურები აქვს, რადიაციის სპეციალურ სპექტრს გამოჰყოფს და იმ უარყოფით სხივებს ანეიტრალებს, რომელიც კანის დაბერებას იწვევს.
„მეტრონომი“: ძალიან დავინტერესდით თქვენი ახალი ინოვაციური თაობის სოლარიუმის აპარატით, რომელიც 2018 წლის ბოლო თაობისაა. რუჯის მოყვარულებს, რომ ავუხსნათ, რა განსხვავებაა და რა უპირატესობები გააჩნია ამ აპარატურას?
ბაგრატ ელიაური: უახლესი თაობის სოლარიუმი, რომელიც 2018 წლის იანვარში გამოვიდა. დამზადებულია ჩვენი სპეციალური შეკვეთით, რომელსაც კომპლექტაციის მეშვეობით, რუჯის მაქსიმალური ეფექტის მიღება შეუძლია. მას ასევე, პრემიუმხარისხის, ბოლოთაობის 58-ი ცალი ნათურა აქვს, რომელიც უნიკალურ, მაქსიმალურად ბუნებრივი ფერის რუჯს მინიმალურ დროში მოგცემთ. რუჯის ეფექტურობის კოეფიციენტი 3,6-ია. ამაზე უფრო ეფექტური უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს.
მას ასევე, 4D AQUABREEZ სისტემა აქვს, რომელიც პრაქტიკულად, მთლიანად ზღვის ნიავის სასიამოვნო შეგრძნებას მოგანიჭებთ და კანს რუჯის მიღების დროს, თავიდან ფეხებამდე აგრილებს. მას აქვს ახალი, უნიკალური ამერიკული ელექტრო ბალასტები, რომლებიც ნათურებს საშუალებას აძლევს მთლიანი ძალა გამოიყენოს პირველივე წამებში. სარკისებური პანელები ნათურების უკან, რუჯის ეფექტურობას 30%-ით აძლიერებს. სარკისებური იატაკი და ჭერი, ასევე რუჯის ეფექტის გასაძლიერებლად არის დამზადებული.
2018 წლის სოლარიუმის აპარატს, მაქსიმალურად ჩუმი კონდიცირების სისტემა აქვს, რაც მომხმარებლის კომფორტს კიდევ უფრო ზრდის და სიცხის შეგრძნებას მაქსიმალურად კარგავთ. ჩვენთან სტუმრობით თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ სასურველ რუჯს, არამედ ისიამოვნებთ აუდიო+MP3 სისტემით და განწყობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.
-როგორც ვნახე, 2018 წლის სოლარიუმის აპარატს უნიკალური, შვიდსიჩქარიანი ვიბროპლათფორმა აქვს, რომელსაც გასახდომი და ტონუსის ასამაღლებელი ეფექტი გააჩნია. რომ აგვიხსნათ, რისთვის არის ეს საჭირო და რუჯის მიღების დრო, მისი გამოყენება რაში გვჭირდება?
-ვიბროპლათფორმა – სპეციალური ტრენაჟორის მსგავსი მოწყობილობაა, ვიბრომასაჟის შემცველი პროცედურებით. მთავარი პრინციპია ვიბრაციული მოძრაობების გენერირება, რომელიც ასტიმულირებს ყველაზე ღრმა კუნთებსაც კი, აძლიერებს წვრთვნის ეფექტურობას და საშუალებას იძლევა პროცედურა მიმართო წონის კლებისა და ფიგურის დახვეწისაკენ.
ვიბროპლათფორმის გამოყენების მთავარი უპირატესობა არადამღლელი ვარჯიშებია, რომლის დადებითი ეფექტების რაოდენობა უბრალოდ გასაოცარია.
რუჯის მიღების პარალელურად, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ვიბროპლათფორმა და ვარჯიშის მაღალი ეფექტურობით, წონაში დაიკლოთ. კვირაში რამოდენიმეჯერ, მხოლოდ 10-15 წუთიანი ვარჯიშით შესანიშნავ შედეგსმიიღებთ.
ვიბროპლათფორმის გამოყენება ძალიან ეფექტურია წონის დასაკლებ კომპლექსურ პროგრამებს შორის. რეგულარული ვარჯიშები ამცირებს ცელულიტს, აუმჯობესებს წელის კონტურს, ამაღლებს ტონუსს და აელასტიურებს კანს. ვიბრაციის ტალღები გავლენას ახდენს კუნთების ღრმა ფენებზეც. პროცედურის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა მთელს ორგანიზმში, იზრდება კუნთების ტონუსი, ნორმალიზდება ლიმფური დრენაჟი. ვიბროპლათფორმის გამოყენება აუმჯობესებს კოორდინაციას.
-რუჯის მოყვარულთათვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ასევე ჯანმრთელობაა, რომელსაც სოლარიუმის ხშირი გამოყენების დროს ზიანდება. რა დამცავი მექანიზმები გააჩნია ბოლო თაობის აპარატს, იმისთვის, რომ კანის დაზიანებისგან მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ?
-რა თქმა უნდა, რომ რუჯის მიღების დროს, ყველაზე გასათვალისწინებელი ფაქტორი ჯანმრთელობა და კანის ნაკლები დაზიანებაა, რომელიც მის დაბერებას იწვევსს. მინდა რუჯის მოყვარულები დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ახალი ინოვაციური აპარატის მთავრი დანიშნულება სწორედ ის არის, რომ კოლატენური ნათურები, რომელიც მას გაჩნია, გამოყოფს რადიაციის სპეციალურ სპექტრს და რადიაციის იმ უარყოფით სხივებს ანეიტრალებს, რაც კანის დაბერებას იწვევს. ასევე, ამ აპარატებს აქვს სპეცილაური პროგრამა, რომელიც ნათურების ხშირ ცვლას ითხოვს.
მას მუშაობის თავისი გაწერილი დრო აქვს და ამ დროის ამოწურვის შემდეგ, მისი შეცვლა ხდება. ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ 15 წუთი შესულან სოლარიუმში, თუმცა რუჯის ეფექტი ნაკლები ყოფილა. ასევე, ვადა გასული ნათურებით ბუნებრივი რუჯის მიღება შეუძლებელია. ზოგ ადამიანს სტაფილოს ფერი რუჯი აქვს, რაც უხარისხო და ვადა გასული ნათურების ბრალია, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში და სახიფათოა. 2018 წლის ახალი თაობის აპარტურას სწორედ, რომ ბუნებრივი რუჯის ეფექტი აქვს და კანს ოქროსფერს აძლევს.
-თქვენთან მოსულ ადამიანებს, კანის მიხედვით თუ უწევთ კონსულტაციას სოლარიუმში რამდენი ხანი უნდა დაჰყოს და ჰიგიენის თვალსაზრისით რა ზომებს იყენებთ?
-დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენთან მოსულ კლიენტებს, რა თქმა უნდა, რომ მისი კანის ტიპისმიხედვით ვურჩევთ თავიდან სოლარიუმში რამდენი წუთი უნდა შევიდნენ და ვაფრთხილებთ, რომ ახალი თაობის სოლარიუმი საკმაოდ ძლიერია და რუჯის მიღება ნელ-ნელა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. რაც შეხება ჰიგიენას, თქვენც ნახეთ, რომ სოლარიუმში დასადგომ იატაკს და სახელურებს, ჩვენი კონსულტანტები სპეციალური სამედიცინო ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით წმენდავენ. ასევე, გვაქვს ფეხზე ჩასაცმელი ბახილები, რომელიც კაბინაში შესვლის დროს შეუძლიათ ჩაიცვან. გვაქვს თავზე დასახური ქუდები, რათა დასხივების ეფექტი ნაკლები იყოს და თმის ძირების დაზიანება არ მოხდეს.
-რუჯის მოყვარულებს, რა თქმა უნდა, რომ ფასიც დაინტერესებათ. რა ეღირება ეს სიამოვნება, რომელიც მათ თქვენთან მოსვლისას ელით?
-შესაძლებელია ვინმემ იფიქროს, რომ ასეთი მაღალი ხარისხის და ინოვაციური სოლარიუმი ძვირი ეღირება და მას ვერ შეწვდებიან. მინდა ისინი დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ჩვენი გარუჯვის ცენტრების ქსელი ყველა მომხმარებელს სთავაზობს მისთვის მისაღებ ფასებს. ეს ძვირი სიამოვნება არ იქნება და 2018 წლის ინოვაციური აპარატის მეშვეობით, რუჯის მიღება, 1 წუთი 70 თეთრიდან ეღირება, 2017 წლის მოდელში, რომელიც სავარაუდოდ 95%-ი საქართველოში არსებულ სოლარიუმებს ჯობია, 1 წუთი სულ რაღაც 50 თეთრიდან ეღირება. რაც ჩემი აზრით, საკმაოდ ხელსაყრელი ფასია, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ რუჯის ეფექტი საკმაოდ სწრაფი და ხარისხიანია.
მისამართი: ვეკუა, 3 (სავაჭრო ცენტრი GTC).