ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, 29 იანვარს, რამდენიმე ქუჩაზე გაზი გაითიშება

ტექნიკური სამუშაოების გამო, მთაწმინდის რაიონში, დღეს, რამდენიმე ქუჩაზე გაზი გაითიშება, ამის შესახებ “ყაზტრანსგაზ-თბილისში” აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, ოქროყანის ტერიტორიაზე „ა“ „ბ“ „გ“ ზონა, წერეთლის, ბესიკის, ჭავჭავაძის, 1-ელი მაისის, ყაზბეგის, თბილისის ქუჩებზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას, ფუნიკულიორის მიმდებარედ – მეფუტკრეობის დასახლებას, № 28 საჯარო სკოლას, № 162 საბავშვო ბაგა-ბაღს და მიმდებარედ განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....