ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “თელასი” ავრცელებს.
კერძოდ, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე დიდგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგების დროებით შეზღუდვა შეეხება: სოფლების ტაბახმელას და შინდისის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის, ოქროყანის, ამაღლების, შინდისის, მესხის, სავანელის, გერგეთის და შხეფის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანკტ-პეტერბურგის და მარჯანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და რთველაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის, ჩახავას, ჩხეიძის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.