იკეას დამფუძნებელი, 91 წლის ინგვარ კამპრადი, გარდაიცვალა. ის შვედეთის პროვინცია სმოლანდში, საკუთარ სახლში დაიღუპა.
კამპრადი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. 2017 წლის შემოდგომაზე ბლუმბერგმა მისი ქონება 42 მილიარდ დოლარად შეაფასა.
კამპრადმა იკეა 17 წლის ასაკში დააფუძნა, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას 1956 წელს მიაღწია, როდესაც კომპანიამ მომხმარებელს კომბინირებული ავეჯი და მაღაზია საწყობების სახით – ვაჭრობის ახალი ფორმა შესთავაზა. ამ დროისთვის მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში იკეას 400-მდე მაღაზია აქვს.