თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60-მდე ოჯახს ელემენტარული პირობების გარეშე უწევთ არსებობა. კორპუსში არის წყლის და კანალიზაციის პრობლემა.
დევნილთა სამინისტროში ამ მოთხოვნებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.