„თუ პოლიციელმა ჩადების ფაქტი მართლაც მოახდინა და ეს დაუსაბუთდა, თუ ჩადებით ის იწვევს მეორე პირის, უდანაშაულო პირის სასჯელს, ეს შესაბამისი სასჯელი უნდა უბრუნდებოდეს მას, ეს არის ჩემი დამოკიდებულება”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით წაუყენეს და ახალი კანონპროექტითაც კი, მას 45 აბი სუბოტექსის ქონის გამო, მაინც გაასამართლებდნენ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ სასჯელები გადასახედია არამხოლოდ ლიბერალიზაციის კუთხით, არამედ ზოგიერთი მიმართულება უნდა გამკაცრდეს.