ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები სამინისტროს მიერ მათთვის მინიჭებული ქულებით უკმაყოფილონი არიან და გასაჩივრებას სპეციალურ კომისიაში გეგმავენ. ისინი ითხოვენ გადამოწმდეს ქულები, რომლის თანახმადაც ამ ეტაპზეც ახალი ბინები ვერ მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობის ავარიულობას ადასტურებს, მაინც დაბალი ქულები მიიღეს. დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილი ამ ფაქტს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. ისინი ამბობენ, რომ კომისიამ შენობის დათვალიერებისას დევნილები გამოკითხა, არჩევნებზე ვის სასარგებლოდ მუშაობდნენ. დევნილებთან დღეს ენმ-ს ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანი წითლიძე იმყოფებოდა.