თელავში სოფელ შალაურში „გოლფის“ მარკის ავტომანქანა ბოგირს შეეჯახა. ავტომობილში მსხდომი ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები პოლიცის თანამშრომლები არიან.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაშავებულებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.