ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი შეუძლოდ ყოფნის გამო სიონში წირვას ვერ დაესწრო

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეუძლოდ ყოფნის გამო სიონში წირვას ვერ დაესწრო.

”პატრიარქი გაციებულია, ძალიან დიდი თხოვნის შემდეგ მოვახერხეთ, რომ დარჩენილიყო სახლში. რამდენიმე დღის წინ სიცივეში მოუწია ყოფნა და გაცივდა“, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას უწმინდესის მკურნალმა ექიმმა, ცისანა შარტავამ.

ცნობისთვის, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, წალკელ ეპისკოპოს გრიგოლთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

იტვირთბა....