მანჰაიმის პროკურატურისა და პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიაში, მაღაზიიდან 6800 ევროს ღირებულების საქონლის ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი და აზერბაიჯანელი დააკავეს.
43 წლის ქალმა და 46 წლის მამაკაცმა სულ მცირე, ხუთჯერ გაძარცვეს ტანსაცმლის ძვირად ღირებული ბრენდებისა და პარფიუმერიის მაღაზიები.
დანაშაული სათვალთვალო კამერებით დააფიქსირეს.
მაინცში მდებარე დაკავებულების ბინის ჩხრეკის დროს პოლიციამ მოპარული ნივთები ამოიღო. სასამართლომ ორივე დაკავებულის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
გამოძიება იკვლევს, არის თუ არა წყვილი დაკავშირებული სხვა დანაშაულთანაც.