ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავის საავადმყოფოში ნაჯახით მიყენებული ჭრილობებით, 40 წლამდე კაცი მოათავსეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში ფიზიკური დაპირისპირების დროს 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა. მამაკაცი მრავლობითი ტრავმებით რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.

როგორც სოფელში აცხადებენ, ჭრილობები დაშავებულს, სავარაუდოდ, ნაჯახით თავის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნაჯახი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება სახელდება. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის უკვე სტაბილურია. საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....