გორში BMW-სა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა Gulf-ის ბენზინგასამართ სადგურსა და “სმარტის” სუპერმარკეტთან მოხდა. დაშავებულია სასწრაფო დახმარების მანქანის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი.
შსს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული. დაშავებული კლინიკა “გორმედში“ გადაიყვანეს