ქორეოგრაფი ნუკრი მაღალაშვილი 64 წლის ასაკში თურქეთში გარდაიცვალა. ცოტა ხსნის წინ ის გულის შეტევის გამო თურქეთში საავადმყოფოში მოხვდა.
მაღალაშვილი 16 წლის განმავლობაში ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი იყო და პარალელურად პედაგოგიც გახლდათ. 1989-1996წწ. თურქეთის ქ. ანკარაში, ხაჯიბებეს უნივერსიტეტის კლასიკური ქორეოგრაფიის პედაგოგი იყო, შემდეგ კი, 2004 წლამდე – ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მთავარი ბალეტმეისტერი.
ხელოვნის საქართველოში გადმოსვენების და დაკრძალვის თარიღის შესახებ ინფორმაცია უცნობია.