ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურატურის მაღალჩინოსნებს ხელფასები გაეზარდათ

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელფასი 3910 ლარიდან 6600 ლარამდე, პირველი მოადგილის 3520 ლარიდან 6200 ლარამდე, სხვა მოადგილეებისა კი 3400 ლარიდან 6000 ლარამდე გაიზარდა. პროკურატურის მაღალჩინოსნებს მომატებული ხელფასი 1 იანვრიდან დაერიცხებათ.

იუსტიციის მინისტრის მიერ 2018 წლის 26 მაისს გამოცემული №276 ბრძანების თანახმად, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების უფროსებს ხელფასი 2930 ლარის ნაცვლად 5600 ლარი, მათ მოადგილეებს კი 2450 ლარის ნაცვლად 4100 ლარი ექნებათ.

2930 ლარიდან 5600 ლარამდე გაიზარდა საოლქო პროკურორებისა და აჭარის ა/რ პროკურორის ხელფასები, მათი მოადგილეები კი 2580 ლარის ნაცვლად 4100 ლარს მიიღებენ.

3900 ლარამდე გაიზარდა რაიონული პროკურორების ხელფასი, რომელიც მანამდე 2580 ლარი იყო.

მთავარი პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა უფროსი გამომძიებლების ყოველთვიური სარგო 3000 ლარი (2430 ლარის ნაცვლად), გამომძიებლებისა კი 2900 ლარი (2310 ლარის ნაცვლად) იქნება.

შეგახსენებთ, რომ პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების ანაზღაურება, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, ფულად ჯილდოს (პრემიას) და სხვადასხვა სახის დანამატებსაც მოიცავს. ამასთან, მათზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები დანამატებისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) გაცემის საკითხებში.

წყარო: „რეგინფო“

იტვირთბა....