„უცნობის“ სიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” დირექტორმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი შარაშიძემ მისი გამოკითხვაზე დაბარება მიერ კარტელურ გარიგებებზე გაკეთებულ განცხადებას დაუკავშირა და საქმის გადაფარვის მცდელობაზე ისაუბრა.
გიორგი გაჩეჩილაძის სიძე ბიზნესომბუდსმენსა და ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელს მიმართავს, რომ მისი განცხადებებით დაინტერესდნენ.
გიორგი შარაშიძის თქმით, მისი კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ კანონის სრული დაცვით აწარმოებდა სამუშაოებს. საქმე არაშიძის კომპანიისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შენობების უკანონო დემონტაჟს უკავშირდება.