ახალი ამბები მთავარი სამართალი

იზორია ოსორაულის საქმეზე: დაველოდოთ პროკურატურის გამოძიების შედეგებს

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, კონგოში გაუჩინარებული მფრინავის, სოსო ოსორაულის შესახებ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მინისტრი გამოძიების შედეგებს ელოდება.

“პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ასე, რომ დაველოდოთ ამ გამოძიების შედეგებს” – აღნიშნა მინისტრმა.

სოსო ოსორაულის ძმა კონგოში ჩასვლას და იქ დამატებითი ინფორმაციის გაგებას გეგმავს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვაწვდიდით ინფორმაციას მის ოჯახს. მათ შორის, როდესაც მე ჩემი ინიციატივით შევხვდი მის ძმას, ამოცანა იყო ერთადერთი, რომ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ კოორდინირებულად მუშაობს ცალკეული უწყებები, მათ შორის, თავდაცვის უწყება სხვა უწყებებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად დადგინდეს სიმართლე,“ – განაცხადა იზორიამ.

სოსო ოსორაულის ძმა ამბობს, რომ ის ცოცხალია და ცდილობს საკუთარი სახსრებით მოძებნოს ის.

იტვირთბა....