ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ვოლსკი: „კარასინი არ არის ნეიტრალური ფიგურა და რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „მეტრონომთან“ საუბრისას გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთიც და საქართველოც საკუთარი პოზიციის რეალიზებას ცდილობს და სწორედ აქედან გამომდინარე აკეთებს განცხადებებს კარასინი.

„ხშირად ამ საკითხის კომენტირებისას არ ითვალისწინებენ, რომ კარასინი არის რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი და არა ნეიტრალური პიროვნება. კარასინი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს, ხოლო ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. ორივე მხარე საკუთარი ინტერესების რეალიზებას ცდილობს. ქართულ-რუსული ურთიერთობა, ამავდროულად, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბების შემადგენელი ნაწილია და საკითხებს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და ძალიან პრაგმატულ და სწორ პოლიტიკას ვატარებთ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ოდესმე შეიქმნება მოლაპარაკების ბაზა, რომლისთვის ახლა რუსეთი მზად არ არის, რადგან მას საკუთარი პრაგმატული და აგრესიული ინტერესები გააჩნია. ხვალინდელი პროგნოზების გაკეთება, ცოტა რთულია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი „კომერსანტთან“ ინტერვიუს დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი პარტნიორები თავიდანვე გააფრთხილეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით, რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფოებრივ ურთიერთობას არ შეასუსტებს.

იტვირთბა....