ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღსდგა

ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა გუშინ ცალმხრივად იყო შესაძლებელი. მიზეზი, გზაზე ქვის ლოდების დიდი მასის ჩამოშლა გახდა. როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მობილიზებული იყო ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.

 

იტვირთბა....