ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოხანაშვილი: ძალიან ცუდია, როდესაც პოლიციელს აბრალებ ნარკოტიკების ჩადებას იმიტომ, რომ გაამართლო შენი პოზიცია

დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან “ბახალას” საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანურად ესმის მსჯავრდებულის გულშემატკივრების, მაგრამ, მისი პოზიციის დაცვა არ უნდა მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის ხარჯზე.

„არ შეიძლება საქმის მასალების ცოდნის გარეშე სასამართლო დაადანაშაულო უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში და შეურაცხყო მიუღებელი ფორმით. ძალიან ცუდია, როდესაც პოლიციელს აბრალებ ნარკოტიკების ჩადებას მხოლოდ იმიტომ, რომ გაამართლო შენი პოზიცია.

საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა კარგად ხვდება, რომ არ შეიძლება რამდენიმე წლის წინანდელი პოლიცია, სასამართლო და პროკურატურა და დღევანდელი შევადაროთ ერთმანეთს. საზოგადოება ხედავს იმ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებს, რაც ამ უწყებებში 2012 წლიდან ხორციელდება. ყოველთვის დავუშვებთ შეცდომას, როდესაც ცალმხრივად განვიხილავთ რომელიმე კონკრეტულ საქმეს. ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რაც ჯერ კიდევ რეფორმის პროცესშია, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, ემოციების გარეშე მივუდგეთ ასეთ საკითხებს და ერთად ვიმუშაოთ შემდგომ რეფორმებზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იტვირთბა....