ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აქციის მონაწილეები სასულიერო პირს: „თქვენნაირი ხალხია, რომ პროცესს აჩერებს“

“მეტრონომი” აქციიდან

ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოწინააღმდეგეებსა და სასულიერო პირს შორის დაპირისპირება მოხდა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეებსა და სასულიერო პირს შორის დაპირისპირება მოხდა.

სასულიერო პირი, დედა სოსანა, აქციის საწინააღმდეგო მოთხოვნა გააჟღერა და განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს.

ამ განცხადებას აქციის მონაწილეების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოყვა: „თქვენნაირი ხალხია, რომ პროცესი შეაჩერა“, – უთხრეს აქციის მონაწილეებმა დედა სოსანას. ამის შემდეგ სასულიერო პირმა აქცია დატოვა.

აქცია „თეთრი ხმაურის“ მიერ არის ორგანიზებული და მთავარი მოტხოვნაა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლა და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის „ბახალას“ გათავისუფლება.

ავტორი : ნინი ცხადაია

პირდაპირი ეთერი

 

''ყველა ერთისთვის'' აქცია პარლამენტთან

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Donnerstag, 25. Januar 2018

იტვირთბა....