„ჯი-ეიჩ-ენის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც სააგენტოს ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა მიაწოდა, რუსლან ალდამოვი ფიქრობს, რომ სპეცრაზმელებს მისი მოკვლა სურდათ და არა მაჩალიკაშვილის.
„ალდამოვი ფიqრობს, რომ მისი მოკვლა უნდოდათ და თემირლანში შეეშალათ. ჩემი მოკვლა უნდოდათ, თემირლანი შეეშალათო.დაკავების დროს, თავზე მქონდა ჩამოფარებულიო, სპეცრაზმელი მოვიდაო, ამხადაო და უცნაურად მ კითხაო, შენ რა გქვიაო? დანარჩენს აღარ გავაგრძელებ თუ რატომ და რისთვის ჰგონია, რომ მისი მოკვლა უნდოდათ, ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს.. დასაკავებლად მოხვედით და არ იცით ვინ ვარო? იმხელა ხმაურით შემოხვედით და.. გაოცებული იყო, ის ეჭვობს, რომ მისი მოკვლა უნდოდათ“, – აცხადებს კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს, რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს და ბადურ ჩოფანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 იანვარს შეუფარდა.