ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ ბერძენიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულ ბერძენიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ბრალდების მხარე მოითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა ალტერნატივის სახით დაცვის მხარე მზად იყო სასამართლოსთვის გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეეთავაზებინა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი 22 იანვარს, თბილისში დააკავა.

წინასასამართლო სხდომა 22 თებერვალს ჩაინიშნა.

იტვირთბა....