ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლეიბორისტული პარტია” ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებას ასაჩივრებს

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ აბონენტებისთვის ელექტროენერგიაზე მომატებული ტარიფები გაასაჩივრა. სარჩელით საქალაქო სასამართლოს პარტიის იურისტმა დღეს მიმართა.

პარტიის იურისტის მარიან ცუცქირიძის ინფორმაციით, “სემეკის” დადგენილება ნაჩქარევად და კანონის უხეში დარღვევით მოხდა. ამიტომ პარტიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება უნდა მოხდეს.

“სემეკის” 27 დეკემბრის დადგენილებით მომხმარებლებს ტარიფი, კომპანიის მიერ სამომავლო და სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით დაერიცხებათ.

„სემეკის” დადგენილების მიღება მოხდა ნაჩქარევად და კანონის უხეში დარღვევით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. სამომავლო და სავარაუდო ხარჯებია ჩადებული ტარიფში, რის გამოც ტარიფი მკვეთრად გაიზარდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამის შესახებაც იცის, მაგრამ ამ თვის ბოლოს, როდესაც მათ მიუვათ ქვითრები, ეს ეხება როგორც თბილისის მოსახლეობას, ასევე რეგიონებს, ისინი გაიგებენ თუ რა მკვეთრად მოხდა ტარიფის გაზრდა,“ – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასის“ აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება.

იტვირთბა....