თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ „თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტ ბექა წიქარიშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გუშინ, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე “ბახალას” სასამართლომ 8 წლით პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის შემდეგ ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს კარს აგური ესროლა, შედეგად შუშა ჩაიმსხვრა. ის მანდატურის თანამშრომლებმა დააკავეს.
წიქარიშვილის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო. ერთი გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, მეორე მუხლი კი სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
სასამართლომ იგი მხოლოდ წვრილმან ხულიგნობაში ცნო სამართალდამრღვევად.