ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: თბილისში ტაქსების რეგისტრაცია და ნებართვის აღება სავალდებულო იქნება

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ის სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობს, რათა მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის ნებართვის განხორციელება გასცეს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება. თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას.

ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქსის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს,”- განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....