“ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, დავით შუკაკიძეზე თავდასხმის გამოძიება ჯგუფურად ცემის მუხლით დაიწყო. დავით შუკაკიძეს თავს გუშინ საღამოს დაესხნენ. შუკაკიძეს მისთვის უცნობი პირები საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისი ინფორმაციით, თავს ორი პირი დაესხა, ორივე შეიარაღებული იყო.
დაზარალებული მომხდარს მის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელები სამოქალაქო პირები არ ყოფილან და ისინი, სვარაუდოდ, ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან.
“თან ქონდა ცეცხლსასროლი იარაღიც… მე ვარ ყინწვისის სპეცოპერაციის მსხვერპლი, პოლიტპატიმარი, ყინწვისის თემაში სოსო გოგაშვილი ჩვენს ჯგუფში იყო ჩანერგილი, რატომღაც ის დარჩა მსჯავრის გარეშე, ის იყო ინფორმაციის გამტანი და მომტანი ჩვენთან, მე ვამხილე ამ ფაქტში სოსო გოგაშვილი,” – ყვება დავით შუკაკიძე.
შუკაკიძეს სხვადასხვა დაზიანებები და მოტეხილობები თავის არეში, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. “ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გამოკვლევები ნიუ ჰოსპიტალში გვიან ღამემდე გაგრძელდა.