ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბახალას” განაჩენის შემდეგ სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის რეჟისორი თორნიკე ბზიავა დააჯარიმეს

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის რეჟისორი თორნიკე ბზიავა 500 ლარით დაჯარიმდა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი, რომელსაც შსს სასამართლოს შესასვლელ კარზე მინის ჩამტვრევასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე,  ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ხოლო მეორე მუხლი კი წვრილმან ხულიგნობას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო დღეს კი მას სასჯელის ზომად  თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.

ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძარაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა, რის შედეგადაც მინა ჩაიმსხვრა და ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

იტვირთბა....