ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: შესაძლოა, უზიელ ნონის გიორგი ჭანტურიაზე ხელის დადება მოსთხოვონ

გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ანა კეკელიძის განცხადებით, გამოძიება არასწორად დაიწყო და ვარაუდობს, რომ მტკიცებულებებს გამომძიებლები თავიდანვე აყალბებდნენ.

როგორც „რუსთვი 2“-ს კეკელიძემ განუცხადა, გამოძიება ცდილობს, რომ უზიელ ნონის ორივე ჩვენება ბათილად ცნოს და ის თავიდან დაკითხონ.

„დღეს უკვე, უზიელ ნონი საუბრობს, რომ არც ერთი ჩვენება არ არის მის მიერ მიცემული, არსებობს ვერსია, რომ გამოძიება მას ედავება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჩვენებები, რომლებიც მან მიაწოდა გამოძიებას, რომ შეცვალოს, სავარაუდოდ, და გიორგი ჭანტურიაზე მოხდეს ხელის დადება მისი მხრიდან “ – ეს განცხადება გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ანა კეკელიძემ გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების მსვლელობის შეფასებისას გააკეთა. გენერალ ქუთათელაძის ბიზნეს პარტნიორი ისრაელიდან, უზიელ ნონი საკუთარ ჩვენებას უარყოფს.

.„კურიერის“ მიერ მოპოვებული ჩვენების მიხედვით, ებრაელი ბიზნესმენი საუბრობს, რომ ქუთათელაძისა და ცხოვრებაძეს შორის დავა ფინანსურ დარღვევებზე ისე დაიძაბა, რომ ქუთათელაძემ მას კალკულატორიც კი ესროლა.

გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს და 40-საათიანი დაკავების შემდეგ, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

სამსონ ქუთათელაძე მოკლული საკუთარ კაბინეტში ნახეს.

 

იტვირთბა....