ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თეთრი ხმაურის” წევრი ბექა წიქარიშვილი დააკავეს

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

“თეთრი ხმაურის” წევრეი გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პოცესის შემდეგ დააკავეს. როგორც “მეტრონომის” კორესპოდენტი სასამართლოდან იუწყება, მსახიობ “ბახალას” გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სასამართლოს ეზოში “თეთრი ხმაურის” წევრი ბექა წიქარიშვილი და რეჟისორი თორნიკე  ბზიავა პოლიციამ წესრიგის დარღვევისთვის დააპატიმრა.

მსახიობი გიორგი კინწურაშვილი ამბობს, რომ სასამართლოზე პროკურატურის მიერ გიორგი გიორგანაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები სასაცილო და დაუსაბუთებელი იყო. მისი თქმით, მიუხედევად იმისა, რომ გიორგის სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა, მათ  დარბაზი მშვიდად დატოვეს, თუმცა პოლიციამ მათი მეგობარი და “თეთრი ხმაურის” წევრი ბექა წიქარიშვილი პროტესტის გამოხატვის შემდეგ დააკავეს.

“მიუხედავად დიდი უსამართლობისა, სასამართლო პორცესი მშვიდად დავტოვეთ. გიორგის მეგობარმა ბექა წიქარიშვილმა ამ უსამართლობაზე უბრალოდ ხმამაღალი პროტესტი გამოთქვა, რის გამოც პოლიციამ მოგვიწოდა, რომ სასამართლო შენობა დაგვეტოვებინა. ამის შემდეგ კი რვა კაცი გამოვიდა, არ ვიცი ვინ იყვნენ ფორმები არ ეცვათ და გვითხრეს, რომ შიგნით შევყოლოდით. ჩვენ უარი ვუთხარით, ამის შემდეგ კი ორივე ძალის გამოყენებით სასამართლოს შენობაში შეგვათრიეს. ბექა რასაც ქვია გაიტაცეს. მე გარეთ გამოსვლა მოვახერხე. სიტყვიერი შეურაცხყოფა არვისთვის მიგვიყენებია და რატომ დააკავეს წიქარიშვილი ვერ გავიგე. ასევე დაკავებულია თორნიკე  ბზიავა”,- ამბობს მსახიობი კახა კინწურაშვილი.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში, რაც გახდა მათი დაკავების მიზეზი. “მეტრონომის” კორესპოდენტი იტყობინება, რომ   საქალაქო სასამართლოს კარის მინა აგურით ჩაამტვრიეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად  თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა. ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

 

ავტორი: ნინო ცხადაია

 

იტვირთბა....