ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსკოვსა და სოხუმს შორის ტერიტორიული დავაა

რუსეთის თავდაცვის ფედერალურმა სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულება ახალი რედაქციით გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს არ გააჩნია სხვა ქვეყნებთან ტერიტორიული პრეტენზიები და მათი დასაკუთრების სურვილს უარყოფს. სახელმწიფოს საზღვრების შეცვლის მცდელობები ქვეყნის ნაციონალური უსაეფრთხოების მთავარ საშიშროებადაა აღნიშნული.

განკარგულებაში საუბარია აფხაზეთზეც. რუსულ მხარეს სოფელი აიბგას რუსული მხარის მიღება სურს. ამჟამად ის ქალაქ სოჭის შემადგენლობაში შედის და ასევე აფხაზურ მხარეში მდინარე ფსოუსთან. აიბგა რუსეთის საზღვართან, ზამთრის კურორტ კრასნაია პოლიანასთან ახლოს მდებარეობს. 1920-იანი წლები შუა რიცხვში, სოფელი საბჭოთა რუსეთის ნაწილი იყო, ხოლო საზღვარი აფხაზეთთან მდინარე ფსოუს სამხრეთით გადიოდა. 1929 წელს ადმინისტრაციული საზღვარი შეცვალეს და პირდაპირ მდინარე ფსოუზე გაავლეს. რუსეთში მიიჩნევენ, რომ აიბგა ამავე დროს სოჭის ოლქის ნაწილში შედიოდა. აფხაზეთის მხარის თქმით, სოფელი ორ ნაწილად გაჰყვეს.

ოკუპირებული აფხაზეთი თავის ეკონომიკურ პარტნიორთან და სამხედრო მხარდამჭერთან ტერიტორიას არ თმობს. 2014 წელს სოჭში ოლიმპიადის დროს, რუსმა მოსაზღვრებმა დეფაქტო აფხაზეთთან საზღრვის კონტროლი გაზარდეს. თამაშების დასრულების შემდეგ, კონტროლი არ შეამსუბუქეს.

წყარო: “იმედინიუსი”

 

იტვირთბა....