ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი გახარია: „ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ახალი მომხმარებლების არგაჩენა და რეაბილიტაცია”

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი, თუმცა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის ერთმნიშვნელოვნად დაცული უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს მოხმარების წახალისების პროვოცირება, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ამ ძალზე მნიშვნელოვან თემაზე დისკუსია დროში ხანგრძლივად გრძელდება და ასეთი დროის ხარჯვა არ ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება. აქ ჩვენ რეალურად, ვხედავთ რისკებს და ვთვლით, რომ ეს მიმართულება არის ის, სადაც მკაცრი მიდგომები არათუ შესანარჩუნებელია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გასამკაცრებელიც იყოს. ამ ფორმატში გადადგმულია ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი, რომელმაც კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანა და შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ იმის მაგივრვად, რომ ბევრ ადგილზე იყოს მსჯელობა, სჯობს ერთ ფორმატში გვქონდეს შესაძლებლობა ყველა უწყებას და ამ პროცესში ყველა ჩართულ ადამიანს გამოვთქვათ ჩვენი აზრი, რაც უნდა დაგვეხმაროს, რომ მაქსიმალურად შესაძლებელ დროში მივიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შსს-ს ძირითადი ამოცანაა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და მისთის პრინციპულად მნიშვნელოვანია დაბალანსებულოი ნარკოპოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს წახალისებას და მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა ყველა მიმართულებთ, თუ რა გეგმა არსებობს.

იტვირთბა....