ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სანდრო ბრეგაძე: „პოლიციელები გვეხვეწებიან ხალხს გავაგებინოთ, რომ „ბასიანის“ შესასვლელთან ნარკოტიკები იყიდება“

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე „მეტრონომთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნები ინტენსიურად უკავშირდებიან მათ და აწვდიან ინფორმაციას, რომ ღამის კლუბებთან „ბასიანთან“, „მტკვართან“, „გალერისთან“ ნარკოტიკების რეალიზება ხდება.

„ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ვინმეს კონკრეტული ადგილი აქვს არჩეული და იქ უნდა ჩატარდეს აქცია. იმ ადგილებში, სადაც ნარკოტიკები იყიდება „ქართული მარში“ ან სხვა პოლიტიკური ძალა კი არ უნდა ატარებდეს აქცია, არამედ შსს უნდა ატარებდეს რეიდებს და ნარკორეალიზატორებს აკავებდეს, აქ საქმე მომხმარებლებს არ ეხება, არამედ მხოლოდ ნარკობარონებს. საუბარი არ არის კლუბის დაკეტვაზე ან რამე სხვა ტიპის ღონისძიებაზე. თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნები ინტენსიურად გვიკავშირდებიან და გვაწვდიან ინფორმაციას, რომ „ბასიანში“, „გალერი“, „მტკვარი“.. ზუსტად არ ვიცი მათი სახელები და არც მაინტერესებს, არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც კლუბის შესასვლელთან იქნება თუ გამოსასვლელთან, ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენენ. პოლიციელები გვეხვეწებიან, რომ ამის შესახებ საზოგადოებას გავაგებინოთ. თავად არაერთხელ დაგეგმეს რეიდი, მაგრამ მათზე მაღლა მდგომა პირებმა, ისინი შეაჩერეს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იტვირთბა....