ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი საყვარელი ძმისა და თანამწირველის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის მიძინების შესახებ, ის თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში სიბრძნით, მოთმინებითა და ღრმა რწმენით მწყემსავდა საქართველოს ეკლესიას. გამოირჩეოდა უზადო ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციისადმი ერთგულებით, მორწმუნე ქართველი ხალხის სიყვარულითა და მართლმადიდებლობის ერთიანობისადმი მტკიცე თავდადებით.
საპატრიარქო ტახტზე საბჭოთა ჩაგვრის რთულ პერიოდში აღსაყდრებული, განსვენებული პატრიარქი ილია თავდადებითა და კეთილგონიერებით მწყემსავდა თავის სამწყსოს, “რომელიც მან შეიყვარა”, აღადგინა ეკლესია ნანგრევებიდან, ააშენა ტაძრები და მონასტრები და შთააგონა ღვთის ერს მამათა რწმენასთან დაბრუნება.
ჩვენს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდს, ღვთისმოსავ სამღვდელოებასა და საქართველოს ეკლესიის მორწმუნე მრევლს. დაე, ღმერთმა განუსვენოს მის კეთილშობილ სულს “მართალთა სავანეში”. იყოს მისი ხსენება სამარადისოდ!“, – წერს ტირანას, დურესის და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი.

