სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები დღეს განახლდება. მაშველები სამძებრო სამუშაოებს უკვე გუშინ დაიწყეს. თუმცა ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები შეწყდა.
შსს-ში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ თუ რას ეძებდნენ სამართალდამცველები მდინარეში.
შეგახსენებთ, გენერალი და ყოფილი დეპუტატი სამსონ ქუთათელაძე რამდენიმე დღის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს. მას 6 ტყვია ესროლეს.