ბათუმში ლიფტის შახტაში დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ექიმები ამბობენ, ქალბატონს ხერხემლისა და გულმკერდის მალების მოტეხილობა აქვს.
შეგახსენებთ, გუშინ საზღვაო ჰოსპიტალის ლიფტის შახტაში 40-წლამდე ასაკის ქალბატონი ჩავარდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქალბატონი საზღვაო ჰოსპიტალის თანამშრომელია და ის უფუნქციო ლიფტის შახტაშა ჩავარდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.