ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიის ტერიტორიიდან თურქეთში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

სირიის ტერიტორიიდან თურქეთში ქალაქ ქილისზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამი ჭურვი სირიიდან აფრინის რაიონიდან იყო გაშვებული. ინციდენტი ადგილობრივი დროით 01:40 საათზე დაფიქსირდა. დაშავებულები არ არიან. სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია ორი შენობა.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ოპერაციის პირველ დღეს თურქეთის საჰაერო ძალებმა აფრინის რაიონში 108 სამიზნე გაანადგურეს.

იტვირთბა....