ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყაჩაღობისა და პოლიციელებზე თავდასხმითვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

“12 იანვარს, გლდანში, ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაზე ცეხლსასროლი იარაღით ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირის იდენტიფიცირება შეძლეს.

15 იანვარს,  ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ის თბილისში დააკავეს.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....