ახალი ამბები მთავარი სამართალი

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

გამოძიების ცნობით, დაკავებულის ბინიდან ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 264 ცალი საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....