ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში მომხდარ ავარიას 11 ადამიანი ემსხვერპლა

თურქული მედია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც სასკოლო ავტობუსი მონაწილეობდა, 11 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა.

ავტობუსი, რომელსიც ანკარიდან ქალაქ ბურსაში მიემგზავრებოდა, უცნობი მიზეზით გზიდან გადავიდა და ხეებს დაეჯახა. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....