ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

მათივე ინფორმაციით კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული თ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში მცხოვრებმა თ.ვ.-მ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით.

იტვირთბა....