ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თურქეთმა სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციების დაბომბვა დაიწყო

თურქეთმა სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციების დაბომბვა დაიწყო. პირველი საარტილერიო იერიში აფრინის რაიონში გამთენიისას განხორციელდა.

სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, ანკარამ ქურთი მებრძოლების განადგურების პირობა დადო და საზღვარზე მძიმე ტექნიკა გაგზავნა.

ერდოღანის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი სირიისა და თურქეთის საზღვარზე ” სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის” შექმნას გეგმავს. ახალ დანაყოფს კი, ქურთი მებრძოლებისგან დააკომპლექტებს.

ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო და ანკარას სამხედრო ოპერაციის გეგმის გაუქმება ურჩია.

აფრინში ოპერაციის დაწყებას აგრესიად აფასებენ ასადის ხელისუფლებაშიც. დამასკო თურქეთს სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდებით ემუქრება.

იტვირთბა....