ახალი ამბები მთავარი სამართალი

გაკვეთილების მსვლელობის დროს ნაჯახით შეიარაღებული მოზარდი კლასში შეიჭრა

რუსეთში, ულან-უდეს ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილების მსვლელობის დროს ნაჯახით შეიარაღებული მოზარდი კლასში შეიჭრა და იქ მყოფ მოსწავლეებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 6 მეშვიდე კლასელი და მასწავლებელი. სამი დაშავებულის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

თავდასხმა ამავე სკოლის მე-9 კლასელმა მოაწყო, დაკავების მცდელობისას მან თვითმკვლელობა სცადა და საკლასო ოთახის ფანჯრიდან გადახტა.

ის ძალოვანებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მოგვიანებით დაკითხავენ.

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე, უცნობია.

იტვირთბა....